English / ქართული / русский /
ზურაბ ლიპარტიაბესიკ შერაზადიშვილიიური პაპასქუა
საქართველოში კორპორაციული მენეჯმენტის ეფექტიანობის სრულყოფის სტრატეგიული პრიორიტეტები

ანოტაცია. მსოფლიო ცივილიზაციის გლობალიზაციის ტენდენციებმა და პოსტინდუ­სტრიული საზოგადოების მოთხოვნებმა განაპირობა რადიკალური ცვლილებები ქვეყნების პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ინოვაციურ-ტექნოლოგიურ განვითარებაში, რამაც განსაზღვრა ეკონომიკის მდგრადი განვითარების კონტექსტში ცალკეული სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების ასპექტები, რაც დაკავშირებულია ცალკეული ეკონომიკური სუბიექტების: კორპორაციების, ფირმების კოორდინირებულ და ეფექტიან ფუნქციონირებასთან.თანამედროვე ეტაპზე საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პირობები გაზრდილ მოთხოვნილებას უყენებს ეკონომიკური აზროვნების ანალიზს, რადგან იგი კორპორაციათა ფუნქციონირების შესწავლის, მართვისა და კონტროლის, შიდა ფარული რეზერვების გამოვლენისა და ამოქმედების კომპლექსური გამოკვლევის ინსტრუმენტს შეადგენს. კვლევის შედეგების ანალიტიკური შეფასების საფუძველზე დასაბუთებულია საქართველოში კორპორაციული მენეჯმენტის ეფექტიანობის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმების სრულყოფის აუცილებლობა და გამოვლენილია ქვეყნის შემდგომი განვითარების პრიორიტეტები: ეროვ­ნული ბაზრისა და ექსპორტისათვის ორიენტირებული პროდუქციის წარმოება; უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; კონკურენტუნარიანი პროდუქც­იის წარმოების ზრდისათვის შიდა დარგობრივი და დარგთაშორისი კოოპერირების შემდგომი  განვითარება. 

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკურიგანვითარების ეფექტური პოლიტიკა, ეკონომიკური აზროვნების ანალიზი, ეკონომიკური საქმიანობის ეფექტი­ანი ფუნქცი­ონირება, fass-ის დანერგვის ეფექტიანობა.

საბაზრო ეკონომიკის გარდამავალი ეტაპის თავისებურებებმა, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკური სუბიექტების ფუნქციები და როლი, მათი ქცევის განმსაზღვ­რელი მოტივები რესურსების შეზღუდულობისა და საზოგადოების მზარდი მოთხოვ­ნ­ი­ლების პირობებში.

შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია საქართველოში, რეგიონალურ თავისებუ­რებათა გათვალისწინებით, მეცნიერულად დასაბუთებული სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, დემოგრაფიული კრიზისის შემდგომი გაღრმავების თავიდან აცილების ღონისძიებათა სისტემის ძირითადი მიმართუ­ლებების ფორმირება და მართვის სრულყოფილი მექანიზმის გამოყენებით ვითარების რამდენა­დმე ნორმალიზება, რასაც ადასტურებს სხვა ქვეყნების პრაქტიკაც.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, მისი ყველა დარგის, საკუთრების ფორმების შესაბამისად სამეურნეო სუბიექტებისა და რგოლის მართვის რთული ფუნქციების შესრულებისათვის ეკონომიკური ანალიზი მოწოდ­ებულია, შეიმუშაოს კონკრეტული მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნები, რომლებსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი მმართველობითი გადაწყვეტ­ილებების მიღებისათვის, ოპტიმალური ვარიანტების შერჩევისა და პროგნოზირ­ებისათვის.

საქართველოში ეკონომიკის გარდამავალი პერიოდისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკურისაქმიანობის ეფექტიანიფუნქციონირება, რაც წარმოების მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მიღებით გამოიხატება. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა მოითხოვს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პრინციპების სისტემის აღიარებას, რომლებსაც მიეკუ­თვნება:   1. პიროვნების ეკონომიკური თვითგამორკვევა; 2. მესაკუთრის უფლება (მიწა­ზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე); 3. კონკურენტულ პირობებში საქმიანობის უზრუნველ­საყოფად იურიდიული და ფიზიკური პირების ეკონომიკური თანასწო­რუფლებიანობის პრინციპის დაცვა; 4. მეწარმის ეკონომიკური თავისუფლება;  5. შრ­ომის, საქონლისა და კაპიტალის ბაზრის არსებობა; 6. საბაზრო ეკონომიკის სახელმ­წიფო რეგულირება; 7. სოციალური დაცვის სისტემის შექმნა.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელი ხდება მრავალი ძირითადი ეკონომიკური კატეგორიების ტრადიციული გაგების გადასინჯვა, მართვის სამეურნეო მექანიზმის რადიკალური გარდაქმნა. ეკონომიკურიანალიზის მეშვეო­ბით შეისწავ­ლება ეკონომიკურ მოვლენებზე  ცალკეული ფაქტორების გავლენა და ეძლევათ რაოდე­ნობრივი დახასიათება. რაოდენობრივი ცვლილებების თვისე­ბრივში გადასვლით ხდება ახლის, პროგრესულის აღმოცენება და ამ ნიადაგზე შესაძლებელი ხდება მოვლენის განვითარებისპროგნოზირება.

ეკონომიკური საქმიანობის ანალიზის პროცესში, რომელიც წარიმართება  ეკონომიკური ინფორმაციის სისტემის მაჩვენებელთა შესწავლა-შეფასებით, კერძოდ  საგეგმო, სააღრიცხვო, საანგარიშო და სხვა წყაროების საფუძველზე, შეისწავლება  ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზემოქმედება საწარმოთა სამეურნეო პროცეს­ების და საქმიანობის საბოლოო შედეგებზე, რომელიც მოიცავს მათში შემ­ავალი ცალკეული ერთეულების (ფილიალების), რგოლების სამეურნეო საქმიანობებსაც. ეკონომიკური ანალიზის საშუალებით შესაძლებელი ხდება დასაბუთდეს მმართველობითი გადაწყვეტილების ოპტიმალურობის დონე და შეფასდეს საწარმოოს საქმიანობის შედეგები წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის პოზიციებიდან.

საბაზრო მექანიზმებთან ადაპტირებული ეკონომიკური ანალიზისა და ანალიზურ-შემფასებელი სისტემებით მართვის პრობლემების განხილვისას თვალ­საჩინო

ქარ­თვე­ლი მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემი­კოსი გიორგი პაპავა მონოგრაფიაში აღნიშნავს, რომ „ბიზნესმენები, მეწარმეები და ეკონ­ომიკური ფუნქციების განმახორციელებელი სახელმწიფო მოხელეები საბაზრო ეკონომიკის  რეალობათა თვისებების შეცნობის მეთოდოლოგიას უნდა იყენებდნენ ეკონომიკური პარალოგი­ზმების წარმოქმნისა და განვრცობის აღსაკვეთად. სანამ ეკონომიკის ფორმირების საბაზრო ტექნოლოგიაში თავიდან არ მოვიშორებთ ეკონომიკურ პარალოგიზმებს, მანამდე ვერ შევძლებთ საბაზრო ეკონომიკის ნორმალიზაციას. ამისთვის საჭიროა ორგვარი ურთიერთთავსებადი მიდგომა, სახე­ლდობრ: 1) საბაზრო ეკონომიკის ბაზი­სის თვისებრივი გაანალიზება მოცემულ ქვეყანაში და 2) ეკონომიკის საბაზრო ტექნო­ლ­ო­გიის ნორმალიზება მისი შესატყ­ვისობით დემოკრატიული საზოგადოების მოთხო­ვნისადმი. შესაბამისად, დოვლათის შექმნის ორიენტაციას აკვალიანებს ეკონომიკის ჩამოყალიბების საბაზრო ტექნო­ლოგია, რომელიც წარმოადგენს იმ მეთოდების ერთობლიობას, რომელთა ზემოქმედ­ებითაც ხორციელდება ეკონომიკური სუბიექტის მიერ ეკონომიკურ ობიექტზე ეფექტიანი ეკონომიკური რეალობების ჩამოყალიბება დროის მოცემულ პერიოდში. შესაბამისად, ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირ­ებისთვის გადამწყვეტი მნიშვნ­ელობა ენიჭება ეკონომიკის საბაზრო ტექნოლოგიის ეფექტიან წარმართვას. ამ მიმართებით მეწარმის, მენეჯერის, ბიზნესმენისა და სახელმწიფო მოხელის ეკონო­მიკური ფუნქციების დანიშნულებაა ინდიკატორად (მიმანიშნებლად) წარმა­რთოს პოზიტიური გზებით ბიზნეს­­მო­გებაზე გასვლა, რისთვისაც აუცილე­ბელია გაგვაჩ­ნდეს უნაკლო ინფორმაცია ეკონომიკურ რეალობათა შესახებ, რომელსაც იძლევა მოცემული ობიექტის ეკონომიკის ფორმირების როგორც შინაგანი, ასევე გარემო არეალის თვისებრივი და რაოდენობრივი სიღრმისეული, საფუძვლიანი შეცნობა. ამ საქმეში ბიზნესგეგმისქმედითობას ენიჭება არსებითი მნიშვნელობა“ [1; 236-242].

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა საქართველოს ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე ტრანსფორმაციის პროცესის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ქვეყანა, რომელიც დეფორმირებულ საბაზრო და სახელმწიფოებრივ მექანიზმებს ემყარება, ვერ უზრუნველყოფს ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის ახალ ტრაექტორიაზე გადასვლას. შესაბამისად, ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესმა მთლიანი სისტემის ფორმა და შინაარსი და ახალ თვისებრიობაში გადასვლის პროცესი დამანგრეველი ფაქტორი გახადა, რამაც განაპირობა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისული მდგომარეობის ჩამოყალიბება. იგი თვლის, რომ „საქართველოში შერეული სოციალური მიმართულების ეკონომიკური სისტემა მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს ეროვნულ-სახელმწიფოე­ბრივი იდეოლოგიის საფუძველზე, როგორც ერთიანი, მთლიანობითი სისტემა, რომელიც ეფუძნება ინდივიდუალური თავისუ­ფლების პრინციპებს, საკუთრებისა და მეურნეობრიობის პლურალიზმს. მრავალსუბ­იექტიანობა ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების ტრადიციულ ფორმად დარჩება მომა­ვალშიც. საკუთრების ფორ­მების ეფექტიანობა ყალიბდება კონკრეტულად სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შესაბამისად, რაც არსებითია ჯანსაღი კონკურენციის პირობებში“.

აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას აზრით, შექმნილ ვითარებაში ქვეყანაში თანამე­დროვე მენეჯმენტისა და ორგანიზებულობის მაღალ დონეს მოითხოვს მრეწველობის მდგრადი განვითარების სტრატეგიაზე გადასვლა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება. ეკონომიკაში რთული პრობლემების გადაწყვე­ტაში კოოპერაციის განმკარგველი როლის დაკისრება და შიდა რეგიონთა­შორისი კოოპერაციის (ინტეგ­რაციის) განვითარება. სწორად, სახელმწიფოე­ბ­რივად გააზრებ­ული მიდგომით გარედან ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობა ხელს შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის განვითარებულ აღწარმოებას [2; 168-170].

კორპორაციული საქმიანობის ანალიზის ობიექტებია: პროდუქციის, სამუშაოების, მომსახურების წარმოება და რეალიზაცია, დანახარჯები წარმოებაზე და რეალიზაციაზე, მოგება, რენტაბელობა და საფინანსო მდგომარეობა. ასევე ანალიზის ობიექტია კომპანიის მიერ საწარმოო სიმძლავრეების გამოყენება, მეცნიერებისა და ტექნიკის უახლოესი მიღწევების დანერგვა, ენერგიის ხარჯვის პროგრამული ნორმ­ების, მომჭირნეობის  რეჟიმის  დაცვა  და  სხვა საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფენ­

კომ­პა­ნიის სამეწარმეო საქმიანობის მიზნების გაუმჯობესებას.

სტრატეგიული მენეჯმენტის მიზანია, კორპორაციების (საწარმოთა) ეფექტიანი საქმიანობის მიღწევის უზრუნველსაყოფად, მეცნიერულად დამუშავებულ ღონის-ძიებათა შემუშავება და რეალიზაცია, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღება და კორპორაციების ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება, ფინანსური სტაბილიზაციის უზრუნველყოფა, აქტივების სტრუქტურის ოპტიმიზაცია, კონ­კუ­რენტუნარიანობის ამაღლება და სხვ. კერძოდ, ფინანსური მენეჯმენტის ძირითადი ობიექტებია ფინანსური ნაკადები, რაც უშუალოდაა დაკავშირებული ანგარიშ­სწორებასთან და სხვა ანგარიშებში ფინანსური საშუალებების უწყვეტი ნაკადების გონივრულ ხარჯვასთან. ფინანსური მენეჯმენტის ყურადღების ცენტრშია კორპო­რაციების ფინანსური რესურსები და მათი ყველა ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება მეწარმეობის  ყველა სხვა სუბიექტთან. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკაში რეზერვების ორი სახეობა: ა) კორპორაციის (საწა­რმოს) სარეზერვო მარაგები, რომელიც შეადგენს განსაზღვრულ (ნორმატიულ) მარაგს საწარმოს შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით და ბ) გამოუყენებელი (ფარული) რეზერვები, რომლებიც ექვემდებარებიან ამოცნობას და მათი გამოყენებით საწარმოს საქმიანობის ხარისხობრივი მახასიათებელი ტექნოლოგიური ციკლის სტადიების, მარკეტინგის ფუნქციების  გაუმჯობესებას ემსახურება.

სტრატეგიული მენეჯმენტის თანამედროვე სისტემის ფორმირება ეფუძნება: 

პირველი: ა) მესაკუთრეთა ეკონომიკური ინვესტირების  პრიორიტეტის კონცეფ­ც­იას; ბ) თანამედროვე პორტფელურ თეორიას; გ) კაპიტალის ღირებულების კონცეფციას; დ) კაპიტალის სტრუქტურის კონცეფციას; ე) დივიდე­ნდურ პოლიტიკას.

მეორე:   ინვესტირების ცალკეული ფინანსური ინსტრუმენტის რეალური საბაზრო შეფასების უზრუნველყოფას, როგორიცაა: ა) ფულის ღირებულების კონცეფცია დროში; ბ) რისკის დონისა და შემოსავლიანობის ურთიერთკავშირის კონცეფცია; გ) აქციებისა და ობლიგაციების შეფასების მოდელები; დ) ფინანსური აქტივებისა და ე) ოფციონების შეფასების მოდელი.   

მესამე: ა) ბაზრის ეფექტიანობის ჰიპოთეზას; ბ) სააგენტო ურთიერთობების თეორიას; გ) ასიმეტრიული ინფორმაციის კონცეფციას; დ) ფასწარმოქმნის საარბი­ტრაჟო თეორიას [3].

ფინანსური მენეჯმენტის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის წყაროა: ოფიციალური ბუღალტრული და სტატისტიკური ანგარიშები (ანგარიშგებები); შიდამეურნეობრივი საწარმოო (მმართველობითი) და ფინანსური აღრიცხვა; ფინანს­-ური ანალიზი; ბიზნესგეგმის კომპონენტები; ფასების დინამიკის შესახებ ფინანსური და საბანკო ორგანიზაციების მონაცემები (ინფორმაციები) და სხვა. კვალიფიციური დამუშავების შემდეგყოველივე ეს ქმნის ფინანსური მენეჯმენტის მყარ და მდიდარ საინფორმაციო საფუძველს მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღ­ებად, მომავალი წარმატებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში კორპორაციათა ფინანსური მენეჯმენტის გარემოს და საერთოდ საქმიანობის ასპექტით გამოიყოფა მათი ზოგიერთი უპირატესობა, კერძოდ: 1. კორპორაციათა საქმიანობის განუსაზღვრელი ვადა; 2. მფლობელთა საკუთრების მაღალი ლიკვიდურობა; 3. შეზღუდული პასუხის­მგებლობა, ნიშნავს აქციონერთა ზარალის შეზღუდვას მხოლოდ მათ მიერ ინვესტირებული სახსრების ფაქტობრივი მოცულობით, ანუ იმის მაქსიმუმით, რაც შეიძლება დაკარგოს კორპორაციამ გაკოტრების დროს.  

მეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი პიტერ დრუკერი განმარტავს, რომ აუცილებელი ხდება ახალი მეწარმეთა საზოგადოების შექმნა. შესაბამისად, საზოგადოების ცხოვრების წესი უნდა დაეფუძნოს მენეჯერთა ინოვაციური საქმიანობის პრინციპებს. კერძოდ, ორგან­იზაციამ უნდა უზრუნველყოს სამი ინოვაციური პრინციპის დაცვა: 1) პროდუქციის მუდმივი სრულყოფა; 2) თანამედროვე ცოდნის გამოყენება; 3) სისტემური ინოვაციური საქმიანობა. პ. დრუკერის შეფასებით, იაპონიის წარმატება მეწარმეობრივ საქმიანობაში განპირობე­ბული იყო სწორედ სოციალური ინოვაციის პრინციპების დამკვიდრებით, კერძოდ, ისეთი ინსტიტუტების განვითარებით, როგორიც არის უმაღლესი და საშუალო განათლება, შრომითი ხელშეკრულებები. მენეჯერი, რომელიც ფლობს ინოვაციის ხელოვნებას, ხდება „მენეჯერი-მეწარმე“, რომე­ლ­საც ძალუძს მოახდინოს "რევოლუცია მართვაში", ანუ ბიზნესის ხარისხობრივი, ნახტომისებრი ცვლილება [4]  არის კიდევ ერთი ახალი მოვლენა ცოდნის ეკონომიკაში.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკურ ანალიზს აქვს განვითარებული მეთოდოლოგიური სისტემა, რომელიც შემდგომ დახვეწასა და გაღრმავებას მოითხოვს.   ეკონომიკური ანალიზის მოქმედი მეთოდიკის გარდაქმნა და მიმდინარე რეფორმების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მათი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში   მოყვანა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების  (ფა­სს) დანერგვის ეფექტი­ა­ნობის შეფასება-ანალიზი საქართველოში მიუთითებს, რომ ქვეყანამ  ევროკა­ვ­შ­ი­რთან ასოცირების ხელშეკრულებით აირჩია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის მთლიანად სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი მოდელი. ახალი კანონს „ბუღალტ­რული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ (2016 წლის 26 ივნისი) არეგულირებს ფინანსთა სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება – ზედამ­ხედვ­ე­ლობის სამსახური. ქვეყანაში  შესაძლებელი იქნება  მეწარმეობისა და კაპიტალური ბაზრის განვითარება, ფინან­სური ფონდების შექმნა და სხვ., რომლებიც განაპირობებენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას, ინვესტორების გარა­ნ­ტი­რებუ­ლობისა და ურთიერთნდობის განმტკი­ცებას. საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირების შემდ­გ­ომი სრულყოფისთვის საჭიროა: 1) საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობა სამსა­ხურის მხრიდან, როგორც ბიზნესსუბიექტების, ისე პროფესიის წარმომად­გენლებისთვის;  2) აღრიცხვა-აუდიტის ინფრასტრუქტურის განვითარება და კონტრო­ლის მექანიზმების დახვეწა; 3) შემოთავაზებული კანონის „ბუღალტრული აღრიც­ხვის, ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ მოთხოვნების გარკვეული მუხლების კორექტი­რების პაკეტი და დარგის სხვა ცვლილებების  საჭიროება, რათა ფასს-ის დანერგვა იყოს უფრო მეტად ეფექტიანი საქართველოში [5].

ამრიგად, კვლევები მოწმობს, რომ საქართველოში ეფექტიანი კორპორაციული მართვის ფინანსური მენეჯმენტის თეორიული შედეგებისა და მოწინავე მსოფლიოს პრაქტი­კული გამოცდილება  თანამედროვე ეტაპზე სათანადოდ არ არის მისადაგე­ბული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებთან, რამდენადაც ქვეყა­ნაში არ არის შემუშავებული სრულყოფილი თეორიულ-მეთოდო­ლოგიური მიდ­გ­ო­მები და კონცეფციები, არ გაგვაჩნია საკუთრივ, ეროვნული ტრადიცი­ებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, მართვის ეფექტიანი კრიტერ­ი­უმები და ინსტრ­უმენტები, არ არის სათანადოდ განვითარებული ფინანსური ბაზარი და ინსტიტუტები. 

დასკვნა

საქართველოში მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებისა და ეკონომიკური კრიზისების გათვალისწინებით რთული იქნება ფინანსური სისტემის სტაბილიზ­აციის მექანიზმების სრულყოფის პრიორიტეტების გამოვლენა და ფინანსური საქმიანობის ეფექტიანი მართვაც. თანამედროვე ეტაპზე მიკროეკონომიკის დონეზე სტრატეგიული  მენეჯმენტის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზ­მების სტრუქტუ­რული სისტემის ფორმირება დიდ სირთულეებს უკავშირდება, მაგრამ კორპორაციის საქმიანობის მმართველობით პროცესში სტრატეგიული არჩევანის გაკეთების და მართვის სტილის შეცვლა შესაძლოა, თუ გამოვიყენებთ მაღალგანვი­თარებული ქვეყნების სამეწარმეო პრაქტიკაში აპრობირებულ მეთოდებს.

შესაბამისად, საქართველოში რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებ­ის სტრატეგიის ფორმულირებისას, ევროკავშირში გაერთიანების გათვალისწინებით, საჭირო ხდება მსოფლიო პრაქტიკაში მართვის კარგად ადაპტირებული სტრატეგიული დაგეგმვისა და მექანიზმების დამკვიდრება, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტების ფარგლებში პარტნიორობისა და თანამშრომლობის განვითარება, რომლის მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების დაჩქარებით, მეურნეობის ინსტიტუციური, სტრუქტურული და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციით. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. პაპავა გ.ვ., ეკონომიკის საბაზრო ტექნოლოგია. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი. 2011.  323 გვ.
  2. ჭითანავა ნ., „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში... საქართ­ველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები“. სამეცნიერო რედაქტორი პროფესორი იური პაპასქუა. გამომცემლობა „ივერიონი“­.ISBN: 978-9941-8-3566-7. თბილისი. 2021.  360 გვ.
  3. ლიპარტია ზ. შერაზადიშვილი ბ., „ეკონომიკური აზროვნების განვითარების მეთოდოლოგიური ასპექტები". კონფერენცია - „ეკონომიკური აზროვნება: თანამედროვე რეალიები და პროგნოზული შესაძლებლობები" (სტატია ინგლისურ ენაზე – Methodological Aspects of Economic Thinking Development) უკრაინა, კიევი, 19 აპრილი, 2019. «ЭКОНОМИЧЕСКАЯ АНАЛИТИКА: СОВРЕМЕННЫЕ РЕАЛИИ И ПРОГНОСТИЧЕСКИЕ ВОЗМОЖНОСТИ".
  4. Друкер П. Ф. Задачи менеджмента в XXI веке. Москва-Санкт-Петербург-Киев, 2007. 386 с.
  5. ლიპარტია ზ., პაპასქუა ი., „საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირების თეორიულ-მეთოდოლოგიური წანამძღვ­რები“ (სტატია ინგლისურ ენაზე: Theoretical-methodological guidelines for effective policy formation of macroeconomic development of Georgia). V საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია      „ინოვაც­ი­უ­რი პროცესების მართვა განათლებისა და მეცნიერების მოდერნიზაციის კონტექსტში“, ლეიფციგი (გერმანია) 2023 წლის 5–7 აპრილი.